ბერლინში დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმზე იმსჯელებენ

ბერლინში დღეს დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმთან დაკავშირებით გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერების შეხვედრა გაიმართება.

გერმანიის მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრებს საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გამართავს, რის შემდეგაც პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია მერკელისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის შეხვედრა.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თქმით, გერმანიას და საფრანგეთს ერთიანი პოზიცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს