19 ივნისს ბათუმში „iTechnic“ - ის ახალი ფილიალი გაიხსნა, კომპანია უკვე მეხუთე წელია ეწევა Apple-ის პროდუქციის რეალიზებას და თბილისის მასშტაბით 4 ფილიალითა და სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი. ბათუმელებისთვის სასიამოვნო სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ მაღაზიასთან ერთად ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გაიხსნა სერვის ცენტრიც, სადაც მათ მოემსახურებიან კვალიფიციური ტექნიკოსები. შესაბამისად ბათუმში მაცხოვრებლებსა და დამსვენებლებს არ მოუწევთ დაზიანებული ტელეფონის შესაკეთებლად დედაქალაქში გაგზავნა, აიტექნიქნიკს ადგილზე სრული მომსახურების გაწევა შეუძლია.
როგორც iTechnic-ის ბათუმის ფილიალის მენეჯერმა, ანი მოძმანაშვილმა განაცხადა, ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით Apple-ის მომხმარებლებს ელოდებათ განსაკუთრებული ფასდაკლებები და აქციები. ამასთანავე, აიტექნიკში პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს გადაეცემა ფასდაკლების ბარათი, ფასდაკლების ბარათით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 1 წლის განმავლობაში მრავალჯერადად.
(R)