დღეს „გალობანი სინანულისანის“ მუსიკალური ნაწილის კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

„გალობანი სინანულისანი“ შესაძლოა კვლავ ეკლესიის წიაღს დაუბრუნდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფონდ „ქართული გალობიდან“ აცნობეს.

დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანის“ მუსიკალური ნაწილის კვლევის პრეზენტაცია გაიმართება. დავით აღმაშენებლის ჰიმნოგრაფიული თხზულების ნევმირებულმა ტექსტებმა და რედაქტირებული ჰანგების/ძლისპირების სანოტო ვერსიებმა თავი მოიყარა ერთ კრებულში, რომლის სახელწოდებაა „გალობანი სინანულისანი – ნევმირებული“. წიგნის ავტორია ანჩისხატის გუნდის რეგენტი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ასისტენტ პროფესორი ზაალ წერეთელი.

ცნობისთვის, „გალობანი სინანულისანის“ ტექსტის კვლევა დაახლოებით ერთი საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა და დღესდღეობით იგი მეტ-ნაკლებად დადგენილია, მაგრამ ამ ძეგლს აქვს, აგრეთვე, მუსიკალური მხარე, რომელიც დღემდე შეუსწავლელი რჩებოდა. ზაალ წერეთელმა მოიძია იმ საგალობლების (ე.წ. ძლისპირების) სანოტო ხელნაწერები, რომლებიც დავით აღმაშენებელმა შეარჩია და საკუთარი ტექსტების საგალობლად მიუთითა. ავტორმა მოახდინა აღნიშნული საგალობლების რედაქტირება და მათი სტრუქტურა მიუსადაგა „გალობანი სინანულისანის“ ტექსტების სტრუქტურას, რითაც საფუძველი მოამზადა ძეგლის ტექსტების ორიგინალურ ჰანგებზე ასაჟღერებლად. კვლევას წინ უძღოდა ავტორის მიერ უძველესი, IX-X საუკუნეების ქართული ნევმური სისტემის გაშიფრვა.

როგორც ფონდ „ქართულ გალობაში“ აცხადებენ, წიგნის გამოცემა შესაძლებელს გახდის მგალობელთა გუნდების მიერ, დავით აღმაშენებლის მიერ შეთხზული ტექსტების ორიგინალურ ჰანგებზე აჟღერებას და ხელს შეუწყობს ამ ჰიმნოგრაფიული თხზულების კვლავინდებურად ეკლესიის წიაღში დაბრუნებას. აღნიშნული წიგნი ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერით გამოიცა და ის ფონდის 2016 წლის ერთ-ერთ ღირებულ პროექტს წარმოადგენს.

InterPressNews.Ge

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია