საგამოცდო ნაშრომების გასწორება საგამოცდო პროცესის პარალელურად მიმდინარეობს

საგამოცდო ნაშრომების გასწორება საგამოცდო პროცესის პარალელურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორებით დაიწყო. საგამოცდო ნაშრომები სწორდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტების მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით (eMarker).

საგამოცდო ცენტრის ცნობით, ელექტრონული გასწორება სრულიად გამორიცხავს ნაშრომის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. პროცესი ანონიმურობასა და კონფიდენციალობას სრულად უზრუნველყოფს. გამსწორებელი კოდირებულ ნაშრომს სრულად ვერ ხედავს და მასთან მხოლოდ ცალკეული დავალებები მიდის. თითოეულ დავალებას ორი გამსწორებელი ასწორებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ნაშრომი მესამე სპეციალისტს გადაეგზავნება.

მათივე განცხადებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგების გამოცხადებას ივლისის ბოლოდან ეტაპობრივად დაიწყებს. მიღებულ ქულებს აბიტურიენტები გასწორების დამთავრებისთანავე შეიტყობენ. შედეგებთან ერთად თითოეულ აბიტურიენტს საკუთარი ნამუშევრის ელექტრონული ვერსიის ნახვაც შეეძლება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს