საქართველოს პატრიარქი საფრანგეთის პრეზიდენტს ნიცაში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო უსამძიმრებს

ნიცაში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს უსამძიმრებს.

„თქვენო აღმატებულებავ, მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სხვა მრავალი დააზიანა.

სამწუხაროა, რომ დღეს მსოფლიო გახდა დაუცველი და მსგავსი საშიშროება ყველა ქვეყნის წინაშე დგას.

აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის და გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა