Daily Mail ნიცას ტერაქტზე - ტერორისტი სანაპიროზე მანქანით 9 საათის განმავლობაში იდგა და თავს ნაყინის გამყიდველად ასაღებდა

გამოცემა Daily Mail-ი ნიცაში მომხდარი ტერაქტის შესახებ დამატებით დეტალებს ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტერორისტი თავდასხმის განხორციელებამდე, ნიცას სანაპიროს მიმდებარე ქუჩაზე სატვირთო მანქანით 9 საათის განმავლობაში იდგა.

მასთან მისულ სამართალდამცველებს თავდამსხმელმა განუცხადა, რომ ნაყინის გამყიდველია და მანქანაში სწორედ ეს პროდუქცია აქვს, რის გამოც პოლიციამ მანქანის შემოწმებისგან თავი შეიკავა.

თვითმხილველების ცნობით, თავდასხმის დროს ტერორისტი ისლამურ ლოზუნგებს სკანდირებდა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს