”ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა საფრანგეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გამართეს

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გამართეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საელჩოსთან სანთლები და ყვავილები მიიტანეს.

”ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ამბის გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ფრანგ ხალხს. ასევე, ყველა იმ ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შუაგულ ევროპაში მომხდარ ამ კიდევ ერთ ძალიან საშინელ ფაქტს შეეწირნენ“, - აღნიშნა პარტიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძემ.

InterPressNews.Ge

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს