თურქეთში ყველა აეროპორტი დაიხურა

თურქეთში ყველა აეროპორტი დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო ტელევიზია TRT ავცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეზღუდვები მხოლოდ სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტს შეეხო, სადაც ყველა რეისი გაუქმდა. მოგვიანებით, აეროპორტის მიმდებარედ სამხედრო ტექნიკა, კერძოდ, ტანკები გამოჩნდა.

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, თურქეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა, თუმცა ამ დრომდე ზუსტი ინფორმაცია ცნობილი არ არის. ტელეკომპანია "ბი-ბი-სი“-ს ცნობით, სამხედროების ჯგუფმა განაცხადა, რომ ძალაუფლება მათ ხელში გადავიდა. ადგილობრივი ტელეკომპანია NTV -სთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში სამხედროების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ ძალაუფლება სრულად მოიპოვეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ სამხედრო ჯგუფზეა საუბარი. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ სამხედროების ჯგუფმა „უკანონო ქმედებები“ განახოციელა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა