საფრანგეთში სამდღიანი გლოვაა

საფრანგეთში დღეიდან სამდღიანი ეროვნული გლოვაა გამოცხადებული. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს ეროვნული გლოვა 16, 17 და 18 ივლისს, ნიცაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ტერორისტების მიზანი შიშისა და პანიკის დათესვაა. „მაგრამ საფრანგეთი ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი დემოკრატიაა, რომელიც დესტაბილიზაციის უფლებას არავის მისცემს“, - განაცხადა მანუელ ვალსმა.

ბოლო მონაცემებით, ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 10 ბავშვია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს