ნიცაში მყოფ ერთ-ერთ ქართველს ვერ პოულობენ, მისი ფრანგი მეუღლე კი გარდაცვლილია

ნიცაში მყოფ ერთ-ერთ ქართველს ვერ პოულობენ, მისი ფრანგი მეუღლე კი გარდაცვლილია - ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, ეკა სირაძე-დელონემ დაუდასტურა. მისი თქმით, ინფორმაცია მოქალაქის დაკარგვის შესახებ ცხელ ხაზზე შევიდა.

”სახელს და გვარს არ დავასახელებ. დადასტურებულია, რომ მისი მეუღლე, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, გარდაცვლილთა შორის არის და თავად პიროვნება არ დასტურდება არც გარდაცვლილთა და არც დაშავებულთა შორის. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ წუთისთვის გარდაცვლილთა მხოლოდ 1/3-ია ამოცნობილი. ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ამ პიროვნების შესახებ ინფორმაცია მოვიპოვოთ”, - განაცხადა ეკა სირაძე-დელონემ. ელჩის ინფორმაციით, დაკარგულის ახლობლები აცხადებენ, რომ ის გუშინ, მეუღლესთან ერთად ნიცაში იმყოფებოდა.

ბოლო მონაცემებით, ნიცაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა. 14 ივლისს, ადგილობრივი დროით 23:00-ზე ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა და უამრავი ადამიანი გადასრისა, რის შემდეგაც იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!