ნიცაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

დაეშთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო „ამაკის“ ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის - ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ფოიერვერკის დასრულებისთანავე ხალხში შევარდა, ექსტრემისტული დაჯგუფების მებრძოლი იყო.

საფრანგეთის ხელისუფლების ინფორმაციით, დაზვერვის სამსახური და სამართლდამცველები აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებენ.

ცოტა ხნის წინ, იტალიის ხელისუფლებამ ოთხი ადამიანი დააკავა, რომლებიც სატვირთო მანქანის მძღოლთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ერთი მათგანი პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს, სამი კი - დღეს. დაკავებულები ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან.

ნიცაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა 14 ივლისს საღამოს მოხდა. შემთხვევას 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 10 ბავშვის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს