საფრანგეთის პოლიციამ ნიცის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი მამაკაცი და ქალი დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ დღეს დილით ნიცაში განხორციელებულ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი მამაკაცი და ქალი დააკავა. აღნიშნულ ცნობას საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. სამართალდამცველები დაკავებულთა ვინაობას არ ასაჯაროებენ.

საფრანგეთის პოლიციას ამ დროისთვის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 7 პირი ჰყავს დაკავებული. 31 წლის ტუნისელი მოჰამედ ბოულელი ხუთშაბათს ღამე საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის, ბასტილიის აღების, აღსანიშნავად შეკრებილ ხალხში სატვირთო მანქანით შევარდა. შემთხვევას 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 10 ბავშვი იყო.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თუმცა „ინდეფენდენტის“ ცნობით, ბოულელის მეზობლები განმარტავენ, რომ სატვირთო მანქანის მძროლი იყო ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი, მაგრამ არა ტერორისტი.

იხილეთ ვიდეო: საფრანგეთის პოლიციამ ნიცის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი მამაკაცი და ქალი დააკავა

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს