ისტორიის გამოცდის პირველ სესიაზე 96%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა

ისტორიის გამოცდის პირველ სესიაზე 96%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას ორ სესიად აბარებენ.

პირველი სესიისათვის დარეგისტრირებული 6 000-ზე მეტი აპლიკანტიდან გამოცდაზე გამოცხადდა 96%-ზე მეტი. ისტორიის გამოცდა 2 საათი და 40 წუთი მიმდინარეობს. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით სრულდება.

ეროვნულ გამოცდებზე 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს