ტორბიორნ იაგლანდი თურქეთზე - ევროპის საბჭოს არც ერთ წევრ ქვეყანას უფლება არ აქვს სიკვდილით დასჯა გამოიყენოს

ევროპის საბჭომ მკაცრად გააკრიტიკა თურქეთში დაწყებული დისკუსიები სიკვდილით დასჯის შესაძლო შემოღების შესახებ.

„ევროპის საბჭოს არც ერთ წევრ ქვეყანას უფლება არა აქვს სიკვდილით დასჯა გამოიყენოს,“ - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა გამოცემა Tagesspiegel-ვის მიცემულ ინტერვიუში.

იაგლანდმა აღნიშნა, რომ თურქეთმა ევროპის საბჭოს ორი პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა, რომლის თანახმად სიკვდილით დასჯის შემოღება მკაცრად არის აკრძალული.

თავის მხრივ, ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ მოუწოდა თურქეთს, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები დაიცვას.

თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობის შემდეგ მმართველი პარტიის დეპუტატებმა გადაწყვიტეს შეიტანონ პარლამენტში დოკუმენტი სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს