თურქეთის პრემიერი - სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ილდირიმ ბინალიმ დაადასტურა, რომ ქვეყნის პარლამენტი სიკვდილით დასჯის შემოღების საკითხზე იმსჯელებს. მანამდე, დასავლეთში არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ თურქეთს, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანას,უფლება არა აქვს სიკვდილით დასჯა გამოიყენოს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი კი განმარტავს, რომ ეს არის „ხალხის თხოვნა“, რომლის იგნორირებაც ხელისუფლებას არ შეუძლია.

„ამ საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ“, - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.

თურქეთმა სიკვდილით დასჯა 2004 წელს გააუქმა, ბოლოს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის ფაქტი 1984 წელს მოხდა.

თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობის შემდეგ მმართველი პარტიის დეპუტატებმა გადაწყვიტეს შეიტანონ პარლამენტში დოკუმენტი სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ, რასაც დასავლითის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

დღეს ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ქვეყანა, სადაც სიკვდილით დასჯა არსებობს, ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება