გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის მთავრობასა და ფრანგ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საფრანგეთში, ნიცაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მთავრობასა და ფრანგ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

”მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება და ღრმა თანაგრძნობა ნიცაში მომხდარ საშინელ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელმაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ეს საზარელი აქტი, ტერორიზმისა და გლობალური ექსტრემიზმის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით ბრძოლის საჭიროებაზე, კიდევ ერთხელ მიუთითებს. ამ ბრძოლაში, საქართველო ყოველთვის იქნება საფრანგეთის უახლოესი პარტნიორი და მოკავშირე. ამ გლოვის წუთებში, თითოეული ქართველი ფრანგი ხალხისადმი სოლიდარულია. ჩვენ ვფიქრობთ და ვლოცულობთ მსხვერპლთა ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

15 ივლისს, ნიცაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 84 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი.

მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა და უამრავი ადამიანი გადასრისა, რის შემდეგაც იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს