თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სამხედრო გადატრიალების ლიდერი სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური, გენერალი აკინ ოზთურქია

თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სამხედრო გადატრიალების ლიდერი ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური, გენერალი აკინ ოზთურქია. შესაბამის ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ანკარაში მიიჩნევენ, რომ ის „ხუნტის ფორმალური ხელმძღვანელი იყო“. სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე აკინ ოზთურქი თურქეთის უმაღლესი სამხედრო საბჭოს წევრი იყო.

მასთან ერთად, დაკავებულია თითქმის ასი გენერალი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიჩნევს, რომ გადატრიალების იდეოლოგი აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება