ანკარამ ფეთჰულა გიულენის ექსტრადიციის თხოვნით აშშ-ს ოფიციალურად მიმართა

ანკარამ ფეთჰულა გიულენის ექსტრადიციის თხოვნით აშშ-ს ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. თურქული მედიის ინფორმაციით, ბინალი ილდირიმმა შეერთებული შტატები გააკრიტიკა, რომელმაც სამხედრო გადატრიალებაში ფეთჰულა გიულენის მონაწილეობის მტკიცებულებები მოითხოვა.

„ეს უკვე ნათელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ მტკიცებულებების დასტას წარვუდგენთ“, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.

პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაქ ობამას მან ადრე სიტყვიერად სთხოვა გიულენის ექსტრადირება, ახლა კი თურქეთი ვაშინგტონს ოფიციალურად მიმართავს.

თურქეთის ხელისუფლება 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ამჟამად აშშ-ში, პენსილვანიაში მცხოვრები მუსლიმი სწავლული ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა. პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთი მტრად განიხილავს ყველა ქვეყენას, რომელიც გიულენს უჭერს მხარს. თავად ფეთჰულა გიულენმა სამხედრო გადატრიალება დაგმო და მასთან ნებისმიერი კავშირი უარყო. გიულენი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მეგობარი და მოკავშირე იყო, თუმცა მათ შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გიულენმა ერდოღანის მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება