პრეზიდენტი ნიცაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს უსამძიმრებს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიცაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს უსამძიმრებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა გამოვეხმაურო ნიცაში მომხდარ ტრაგედიას. ცნობილი გახდა და დადასტურდა, რომ დაღუპულებს შორის არის საქართველოს ერთი მოქალაქე. პრეზიდენტი უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!