თურქი სამართალდამცველები იმ სამხედროებს ეძებენ, ვისაც პრეზიდენტის მკვლელობა ევალებოდა

თურქი სამართალდამცველები 25 სამხედრო პირს ეძებენ, რომლებსაც, გადატრიალების დროს, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მკვლელობა ჰქონდათ დავალებული. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. სამძებრო ოპერაცია, ქვეყნის მთიან რეგიონში, მარმარისში მიმდინარეობს.

გავრცელებული ცნობით, ამბოხებული სპეცრაზმელები იმ სასტუმროს დაესხნენ თავს, რომელშიც თურქეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა. სამხედროები ვერტმფრენიდან სასტუმროს მიმართულებით ბაგირით დაეშვნენ და ცეცხლი გახსნეს. თუმცა ერდოღანმა ტერიტორია თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა.

დღესვე თურქეთის ვიცეპრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა, რომ 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე სასამართლო განხილვა 9322 ადამიანის მიმართ მიმდინარეობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება