თურქეთში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს

თურქეთში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გავრცელებული ცნობით, დაკავების მიზეზი მათი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობა გახდა. ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით სამსახურიდან 60 000-მდე ადამიანი დაითხოვეს. როგორც თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ნურეტინ ჯანიკლიმ განაცხადა, გადაყენებული 60 000-მდე ადამიანი „ყინულის მხოლოდ ერთი ნაწილია“ და პირობა დადო, რომ კიდევ ბევრ ადამიანს შეეხება მკაცრი სანქციები.

დაკავებულ და დათხოვნილ საჯარო მოსამსახურეებს შორის 9000-ზე მეტი პოლიციელი, 3000 მოსამართლე და 6000 სამხედროა. ასევე გათავისუფლებულები არიან სკოლისა და უნივერსიტეტის მასწავლებლები და ლექტორები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება