ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან წელს 10-მდე აპლიკანტი და 6 მეთვალყურე მოიხსნა

ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან წელს 10-მდე აპლიკანტი და 6 მეთვალყურე მოიხსნა. საგამოცდო პროცესიდან მოხსნილ აპლიკანტებს შორის არიან როგორც აბიტურიენტები, ასევე პედაგოგები.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ორივე შემთხვევაში გამოცდიდან მოხნის მიზეზი გამოცდაზე ქცევის წესების დარღვევა იყო, კონკრეტულად აპლიკანტების ნაწილი დამხმარე მასალის გამოყენების გამო, პედაგოგები კი მობილური ტელეფონის აღმოჩენისთვის მოხსნეს. რაც შეეხება მეთვალყურეებს, ზოგიერთ შემთხვევაში, შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლების ჩამორთმევის ნაცვლად აბიტურიენტებმა აღნიშნული მასალის გატანა მოახერხეს. ორ შემთხვევაში კი მეთვალყურეებმა აპლიკანტებს საგამოცდო დრო დააკლეს, თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრში მიაბრუნეს და მეთვალყურეების მიერ დაკლებული დრო დაუმატეს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყო 22 ივლისს დასრულდა. გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 38 500- ზე მეტი აბიტურიენტი, პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე კი 22 700-ზე მეტი პედაგოგი.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს