თურქეთის ხელისუფლებამ 47 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოცემის, „ზამანის“ 47 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა.

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ყველა მათგანი აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ, ფეთჰულა გიულენთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ორდერის გაცემის შემდეგ დააკავეს სულ მცირე ერთი ჟურნალისტი - ის „ზამანის“ ყოფილი თანამშრომელი სახინ ალპაია.

ორშაბათს თურქეთში 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცეს, აქედან 16 დაკითხვის მიზნით დააკავეს.

თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დააკავეს ან სამსახურიდან დაითხოვეს 60 000-ზე მეტი ადამიანი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება