საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს დღეს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, დღეს, 12:30 საათიდან 15:30 საათამდე, საბურთალოს რაიონში , ბოჭორიშვილის ქუჩაზე გამავალი საშუალო წნევის გაზსადენიდან გაჟონვის ლიკვიდაციის მიზნით, ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეიზღუდება შემდეგ მისამართებზე: კოსტავას ქ. 75გ, აფაქიძის ქ. 11 და ბოჭორიშვილის ქ. 37ა და 37ბ (570-მდე აბონენტი).
„სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხს არ აგებს”, - აცხადებენ კომპანიაში.