მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე პალატაში გადაიყვანეს

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე პალატაში გადაიყვანეს. როგორც Ambebi.ge-ს ლომინაძის ძმამ განუცხადა, დაშავებულების მდგომარეობა უკეთესია, თუმცა ორივე მათგანს რეაბილიტაციისთვის რამდენიმე ოპერაცია სჭირდება.

”მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია, მაგრამ ორივეს სჭირდება რამდენიმე ოპერაცია, მათ შორის გიორგის ფეხებზე. ასევე ხანგრძლივი რეაბილიტაცია. ჯერ არ ვიცით, სად გაუკეთდებათ ოპერაცია და როდის, რადგან ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული,” - განაცხადა გიორგი ლომინაძის ძმამ.

21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი, მისი მეუღკე ანანო ბუაძე კი გარდაიცვალა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა