ბათუმში „ბიბლუსი გალერეა“ გაიხსნა

ბათუმის ცენტრში, მემედ აბაშიძისა და ვაჟა- ფშაველას ქუჩების კვეთაზე „ბიბლუსი გალერეა“ გაიხსნა. ბათუმის „ბიბლუსი გალერეა“ იტალიურ კაფე „ჩი-გუსტასა“ და „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიას აერთიანებს.

საზეიმო გახსნასთან დაკავშირებით სტუმრების განწყობაზე DJ REMBO-მ იზრუნა. დღეს მომხმარებლებს კაფე „ჩი-გუსტასგან“ გამაგრილებელ სასმელებსა და იტალიურ ნაყინზე -50%-იანი ფასდაკლება აქვთ. ასევე, ბათუმის „ბიბლუსში“ წიგნების შეძენა 50%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი.

„გიმნაზია 21-ე საუკუნის“ მოსწავლე დავით ჯინჭარაძე გახსნის ღონისძიებაზე მისთვის სასურველი წიგნების შესაძენად მივიდა. მისი თქმით, „ბიბლუსში“ კარგი არჩევანია როგორც ქართული, ასევე, უცხოური ლიტერატურის. „საერთოდ „ბიბლუსში“ ხშირად დავდივარ. გავიგე, რომ დღეს ბათუმში წიგნების უფრო დიდი მაღაზია იხსნებოდა. ძალიან მიყვარს ფანტასტიკის ჟანრი და მოვედი, რომ ერთი წიგნი ვიყიდო. აქ ძალიან დიდი არჩევანია, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ლიტერატურაზე“, - აღნიშნა დავით ჯინჭარაძემ.

„ბიბლუსის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსის, მარიამ წამალაშვილის თქმით კი, „ბიბლუსი“ თავის მომხმარებლებს ანებივრებს და ბევრ სიურპრიზს ჰპირდება. „ბათუმში გაიხსნა რიგით მეოთხე „ბიბლუსის“ ფილიალი, თუმცა განსხვავებული კონცეფციით. ამ ფილიალს ჰქვია „ბიბლუსი გალერეა“, რომელიც აერთიანებს იტალიურ კაფე „ჩი-გუსტასა“ და „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიას. „ჩი-გუსტა“ არის ახალი ბრენდი საქართველოსთვის და არის კომბინირებული წიგნებთან ერთად. ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს, ბევრი სიურპრიზი ელოდება მათ. ჩვენს მომხმარებელს ვანებივრებთ და გახსნასთან დაკავშირებით დღის განმავლობაში კაფეში იქნება 50%-იანი ფასდაკლება გამაგრილებელ კოქტეილებსა და იტალიურ ნაყინზე. ასევე „ბიბლუსში“ გრძელდება საზაფხულო 50%-იანი ფასდაკლება“, - აღნიშნა მარიამ წამალაშვილმა.

გახსნასთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში მომხმარებლები დასაჩუქრდებიან „ბიბლუსის“ დაგროვებითი ბარათებით და ნებისმიერ შენაძენზე მიიღებენ გაორმაგებულ ქულებს. გაიმართელბა წამახალისებელი ვიქტორინები და გათამაშდება მრავალფეროვანი პრიზები. 20:00 საათიდან კი „ბიბლუსი გალერეაში“ იოანე არაბულის ბრენდი დაუკრავს და ალკოჰოლურ გამაგრილებელ სასმელებზე 30%-იანი ფასდაგლება იქნება.

ვიდეო: ბათუმში "ბიბლუსი გალერეა" გაიხსნა

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ