მაია მიმინოშვილის განმარტებით, აბიტურიენტების მიერ დროზე ადრე მიღებული ინფორმაცია, რაც ჩარიცხვებს ეხებოდა, არ შეიცვლება

გამოცდების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მაია მიმინოშვილის განმარტებით, აბიტურიენტების მიერ დროზე ადრე მიღებული ინფორმაცია, რაც ჩარიცხვებს ეხებოდა, არ შეიცვლება. მცირეოდენი კორექტირება იქნება მხოლოდ გრანტებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც გამოეხმაურა 2 დღის წინ ატეხილ აჟიოტაჟს იმის შესახებ, რომ აბიტურიენტთა ნაწილმა ჩარიცხვების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებებით ინფორმაცია მიიღო.

მიმინოშვილი მომხდარს არც გაუგებრობად აფასებს და არც ტექნიკურ ხარვეზად.

”ღამის 23:00 საათზე პირველად გავუშვით ჩარიცხვების პროგრამა დამოუკიდებლად, ორჯერ, ამ პერიოდის განმავლობაში სმს-ების სერვისი არ იყო გამორთული. ერთი-ორმა აბიტურიენტმა გაგზავნა სმს და მიიღო ჩარიცხვის შესახებ შეტყობინება და ამის შემდეგ უკვე ინფორმაცია გავრცელდა და სხვა აბიტურიენტებმაც მოინდომეს იგივე. ბუნებრივია, სმს სერვისი ამის შემდეგ გამოვრთეთ და 1 საათში ჩავრთეთ. ეგ ყველაფერი იმას გავს, სამზარეულოს კარი რომ მიხურო, არ დაკეტო, აბიტურიენტი შევიდეს და წინასწარ მოინდომოს გაგება, თუ რა ხდება იქ”, - განმარტა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, არასწორია ფორმულირება იმისა, რომ ცრუ ინფორმაცია იყო სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი.

”ეს იყო ტყუილუბრალო აჟიოტაჟი. სტუდენტებმა იცოდნენ, რომ 25 აგვისტოდან დაიდებოდა დაზუსტებული მონაცემები. რაც შეეხება დროზე ადრე მათთვის მიღებულ ინფორმაციას, ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია სწორია, ხოლო გრანტების შესახებ უფრო დაზუსტდა. საქმე შეეხება გრანტების შესახებ მიღებული მონაცემების რაოდენობის შემცირებას. ასეთი დაახლოებით 50 სტუდენტია”, - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

23 აგვისტოს, 23:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და სტუდენტთა ნაწილმა მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია მიიღო, თუმცა პროცესი 1 საათში შეწყდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია