თბილისში 29-31 აგვისტოს კენდოს VI საერთაშორისო სემინარი გაიმართება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” იაპონიის საელჩოდან აცნობეს, სემინარის მიზანია ფართო საზოგადოებრიობისთვის კენდოს, როგორც იაპონური საბრძოლო ხელოვნების გაცნობა, სკეფ-ის წევრების ოსტატობის დონის ამაღლება. კენდოს მასობრივი განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოში და კავკასიაში. იაპონელ და ქართველ ერებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცება.
სემინარს ჩაატარებს იაპონიის კენდოს ფედერაციის შეფ-ინსტრუქტორი, იოშიამა სენსეი-Yoshiyama sensei (7 დანი კენდო, კიოში), World Kendo Butoku-Washin Kai-ის 15 იაპონელ სენსეებთან ერთად.
საელჩოს ინფორმაციით, სემინარის ორგანიზატორები არიან საქართველოს კენდოს ეროვნული ფედერაცია, იაპონიის კენდოს კლუბი - World Kendo Butoku-Washin Kai, ამერიკული აკადემიის კენდოს კლუბი, ხოლო მხარდამჭერები - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, იაპონიის საელჩო საქართველოში.
სემინარის გახსნის ცერემონია 29 აგვისტოს გაიმართება, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლები, აგრეთვე სხვა ოფიციალური სტუმრები დაესწრებიან. დასწრება თავისუფალია.