თბილისის საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრების მიერ შექმნილი ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ დაიშალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ზაზა ვეკუას გარდა ბურჯანაძის პარტია თამარ ცინცაბაძემ და შალვა ოგბაიძემაც დატოვეს, რაც შესაბამისად, ფრაქციის დაშლას იწვევს.
მათივე ინფორმაციით, ცინცაბაძე და ოგბაიძე საკრებულოს დეპუტატებად რჩებიან და მოსახლეობის მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობების შესრულებას აგრძელებენ.
როგორც საკრებულოში აღნიშნავენ, ბურჯანაძის პარტიიდან წასული წევრები მალე ახალ ფრაქციას შექმნიან. ჯერჯერობით უცნობია, ახალი ფრაქციის სახელწოდება.
ზაზა ვეკუა პარტია „დემოკრატიურლი მოძრაობის“ გენერალური მდივანი იყო, თამარ ცინცაბაძე - პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ხოლო შალვა ოგბაიძე - პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი.