საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა “Creative business cup”-ის პარტნიორი გახდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა Creative business Cup-ის საქართველოში გასამართი კონკურსის პარტნიორი გახდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, საქართველოში- სტარტაპებისთვის განკუთვნილი საერთაშორისო კონკურსის შესარჩევ ტურში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ჟიურის წევრი იქნება. კონკურსი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას - მათი კომერციალიზაციის გზით და გამოავლინოს გამარჯვებული გუნდები, რომლებიც სხვა და სხვა პრიზების მიღებასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ Creative Business Cup 2016-ის საერთაშორისო ფინალში, რომელიც 13-15 ნოემბერს ქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში გასამართი შესარჩევი ტურის ჟიურიში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის გარდა კიდევ 7 წევრია წარმოდგენილი. მათ შორის - მამუკა ხარზარაძე (TBC), ქეთევან ბოჭორიშვილი (ეკონომიკის სამინისტრო), საბა კიკნაძე (GHG), ვალერი ჩეხერია (Rooms Hotels), გია ბაზღაძე (შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი), ზვიად ციკოლია (Industrial designer), ესბენ ემბორგი (SEAF).

სავაჭრო-სამრევწელო პალატის ცნობით, Creative Business Cup უკვე მეხუთე წელია საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული და პოპულარული კონკურსია - ორგანიზაციის გლობალური წვდომა შემოქმედებით ინდუსტრიებში დასაქმებულ მეწარმეებს სხვადასხვა ქვეყნების ინვესტორებთან დაკავშირებასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას სთავაზობს, რაც ახალბედა მეწარმეებს საკუთარი ბიზნეს იდეების პოტენციალის სრულად რეალიზებაში ეხმარება. ჟიურის წევრები პროექტებს 11 და 12 სექტემბერს გადაარჩევენ - ფინალური ღონისძიება კი 15 სექტემბერს გაიმართება.

InterPressNews.Ge

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ