„ქართული ოცნება” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მართავს

”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” სიის პირველმა ნომერმა და პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვბილმა, ”ექსპო ჯორჯიაში” დამსწრე საზოგადოებას პარტიის საარჩევნო პროგრამა წარუდგინა.

დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური განვითარება, სოციალური განვითარება, საგარეო ურთიერთობები, უსაფრთხოება და თავდაცვა - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელზე გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღებაც გაამახვილა.

პარტიის პირველი ნომრის განცხადებით, მოქმქედმა ხელისუფლებამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, რამაც ქვეყნის ცხოვრებაში გარდამტეხი როლი ითამაშა.

კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელება, რაც ქვეყნის სწორად განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღებას მნიშვნელოვნად დაეხმარება.

”პრიორიტეტული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მეწარმეობისა და ახალი ბიზნესის წახალისება, სოფლის მეურნეობის განვითარება და მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირება; გამყარდება ქვეყნის უსაფრთხოება და საქართველოს რეგიონალური პოზიციები, კიდევ უფრო გაღრმავდება ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის პროცესები; საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა და, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა. გაგრძელდება მუშაობა აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგისა და შერიგების პროცესის დასაწყებად. ქვეყნის გამთლიანება მოხდება მშვიდობიანი გზით, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. პარტია ,,ქართულ ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოახდენს გარღვევას ქვეყნის განვითარებაში და ხალხთან ერთად მიაღწევს ყველა დასახულ მიზანს”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა