ადვოკატი - თორნიკე შალიკაშვილი სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულთან ერთად ავტომანქანაში იჯდა, თუმცა არ დაუნახავს, თუ ვინ მოახდინა გასროლა

ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი პირიდან ერთ-ერთისთვის, თორნიკე შალიკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შალიკაშვილის ადვოკატმა, ზაზა მესხმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს, დღეს კი მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

ადვოკატის ინფორმაციით, თორნიკე შალიკაშვილი, სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულთან ერთად ავტომანქანაში იჯდა, თუმცა მას არ დაუნახავს, თუ ვინ მოახდინა გასროლა ჯოხაძის მიმართ.

”მას არაფერი დაუნახავს. ფაქტი რომ მოხდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მანქანაში იმყოფებოდა, საჭესთან იჯდა, თუმცა ვინ გაისროლა, მან არ იცის. იცნობდა მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს, თუმცა მან ესროლა თუ სხვა ვინმემ, არ იცის”, - განაცხადა ზაზა მესხმა.

სოსო ჯოხაძე ვაკეში 2 სექტემბერს მოკლეს, მასთან ერთად მანქანაში მყოფი ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილი კი დაჭრეს. აღნიშნულ საქმეზე, პოლიციამ განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ბადრი ნათობაძე დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამასთან აღნიშნულ საქმეზე, შსს-მ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამი პირი 8 სექტემბერს დააკავა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია