გორის გამგებელმა ქვემო სობისში გატაცებული არასრულწლოვანის ოჯახი მოინახულა

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ქვემო სობისში იმყოფებოდა და გოგიჩაშვილების ოჯახის წევრებს პირადად გაესაუბრა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამ დრომდე, სავარაუდოდ ცხინვალის იზოლატორში რჩება 17 წლის ჯონი გოგიჩაშვილი.

როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, ჯონის დას ჰქონდა რუს ე.წ. მესაზღვრეებთან ტელეფონით საუბარი.

მათივე ინფორმაციით, 17 წლის მოზარდი გუშინ, ბერშუეთის განაპირას რუსებმა აიყვანეს, ბრალდება ისევ ე.წ. საზღვრის გადაკვეთაა.

დავით ონიაშვილის განცხადებით, ინფორმირებულია და მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება, რომ არასრულწლოვანი საკუთარ სახლს მალე დაუბრუნდეს.

InterPressNews.Ge

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე