მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მერაბ ბერძენიშვილი ფართო საზოგადოებისთვის თავისი მონუმენტური ქანდაკებით არის ცნობილი. მისი ნამუშევრებია: რუსთაველი, ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი, მონუმენტები: დავით გურამიშვილი, გიორგი სააკაძე, მედეა, „მუზა”, „კიდევაც დაიზრდებიან“.

შექმნილი აქვს სკულპტურული პორტრეტები: ქართველი ქალი, ლადო ქოქიაშვილი, კოტე მარჯანიშვილი, ილია ჭავჭავაძე, ტიციან ტაბიძე, დოდო აბაშიძე, ნოდარ დუმბაძის მემორიალი და სხვ.

1995 წელს დიდგორის სკულპტურულ-არქიტექტურული მემორიალის შექმნისთვის, არქიტექტორ თამაზ გაბუნიასთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. მერაბ ბერძენიშვილი წარმატებით მუშაობდა აგრეთვე წიგნის გრაფიკის, თეატრალური პლაკატისა და აფიშის სფეროშიც. იგი იყო საქართველოს დამსახურებული მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი, საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტი. 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, 2001 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ფ. ნანსენის სამახსოვრო მედალი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია