ფილარმონიასთან გია ჭირაქაძის ვარსკვლავი გაიხსნა

ფილარმონიის წინ ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრის და დამსახურებული სახალხო არტისტის გია ჭირაქაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, რომელმაც გია ჭირაქაძეს იუბილე მიულოცა.

„მინდა საყვარელ გიას მივულოცო. მასთან ვმეგობრობ დიდი ხანია. გარდა იმისა, რომ ის არის ძალიან მაგარი მუსიკოსი, ის გახლავთ ჩემი მეგობარი და მასწავლებელი. ვულოცავ და ვუსურვებ კიდევ დიდხანს გაეხარებინოს ქართველი მსმენელები და მაყურებლები“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გია ჭირაქაძის თქმით, ეს დღე მისთვის დაუვიწყარია და მან შეკრებილ მსმენელს მხარდაჭერისა და მოლოცვისთვის მადლობა გადაუხადა. „ეს დღე რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს სხვის სიყვარულს და იმას, როცა საზოგადოებისგან დიდ სიყვარულს გრძნობ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ჩემი დაფასებისთვის“, - განაცხადა გია ჭირაქაძემ.

კულტურის პალატის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის განცხადებით, დღევანდელი საიუბილეო კონცერტი და ვარსკვლავის გახსნა ადამიანების დაფასებას ემსახურებოდა. მისი თქმით, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ვარსკვლავებისთვის ახალი მოედანი გაიხსნა, სადაც პირველი გია ჭირაქაძის ვარსკვლავია.

„დღევანდელი კონცერტი ემსახურებოდა ადამიანების დაფასებას. ყოველთვის ვამბობ და გავიმეორებ, რომ არანაირი ვარსკვლავი არ შეედრება იმ გრძნობას, როდესაც ხალხს უყვარხარ. დღეს სწორედ ეს ხდებოდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ეს არის პირველი ვარსკვლავი, რომელიც ფილარმონიის ახალ ვარსკვლავთმოედანზე გაიხსნა“, - აღნიშნა ოქიტაშვილმა.

ფილარმონიაში გამართულ ღონისძიებას პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა