„აუდიტორია 115“-ის სტუდენტებმა თსუ-ში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაშალეს

„აუდიტორია 115-ის სტუდენტებმა თსუ-ში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაშალეს. ისინი ყვირილით და შეძახილებით - „ავტომონიმია უნივერისტეტს“ იმ ადგილას მივიდნენ, სადაც ცერემონია მიმდინარეობდა და სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებიან.

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სწავლის დაწყების საზეიმო ცერემონია მიმდინარეობდა, სადაც განათლების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და სხვა მინისტრები იმყოფებიან.

ისინი ამ წუთებში უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შესავლელში, კიბეებთან იმყოფებიან და სტუდენტებს მიმართავენ.

”აუდიტორია 115” -ის ერთ-ერთი მოთხოვნაა უნივერსიტეტის მიერ პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების მიღება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!