„აუდიტორია 115“-ის წევრებმა 6 მოთხოვნა დააყენეს

„აუდიტორია 115“-ის წევრებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს მიმართეს და 6-პუნქტისგან შემდგარი მოთხოვნები დააყენეს.

„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლის, გიორგი ჩიხლაძის განცხადებით, გრძელდება სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტის რექტორების დანიშვნის პოლიტიკა, უნივერსიტეტის ავტონომისაგან მხოლოდ ფასადი დარჩა. შესაბამისად, მოითხოვენ ხარისხიან და ხელმისაწვდომ განათლებას, საუნივერსიტეტო ავტონომიას, გარე რეფორმირების პრინციპის დანერგვას, სტუდენტური თვითმმართველობის არსებული სტრუქტურის ძირეულ რეფორმას, უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში თანხის გამოყოფას სტუდენტური საერთო საცხოვრებლის პირობების გასაუმჯობესებლად. სტუდენტებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება და თანხის გადაუხდელობის გამო არ ეხსნებათ ბაზა მიეცეთ აკადემიური რეგისტრაციის შესაძლებლობა. „აუდიტორია 115“ მოუწოდებს სტუდენტებს, ლექტორებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში, მათთან ერთად იბრძოლონ ხარისხიანი, ხელმისაწვდომი განათლებისათვის და ავტონომიური უნივერსიტეტისათვის.

აღნიშნული მიმართვის ტექსტის წაკითხვის შემდეგ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შესასვლელთან „აუდიტორია 115“-ის წევრები აგრძელებენ სტუდენტებისთვის სიტყვით მიმართვას. „აუდიტორია 115“-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ თავის გამოსვლაში სტუდენტებს შეახსენა, რომ მათ ”მაიმუნო ვირისშვილოს” ეძახიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს