ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის შესახებ - ეს ყველაფერი ღია კარის მტვრევას ჰგავს

მგონია, რომ ეს ყველაფერი ღია კარის მტვრევას ჰგავს, - ასე ეხმაურება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის პროტესტს.

ჯეჯელავას თქმით, ის ეთანხმება პროტესტის შინაარს, თუმცა არა რადიკალურ ფორმებს.

„ამაზე მეტი ავტომონომია რა უნდა იყოს, აქ ვდგავართ და საშუალება აქვთ ისაუბრონ. სწორედ ამას ვაპირებთ, რომ უნივერსიტეტს ჰქონდეს მეტი ავტონომია, საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული განათლება. გვჯერა, რომ ეს ხალხი არის ის, ვინც ირჩევს რადიკალურ ფორმას, მაგრამ მათი შენიშვნების შინაარს იზიარებს. თუკი ჩვენთან ერთად იმუშავებენ, ყველაფერს მივაღწევთ. ახლა კი მგონია, რომ ღია კარის მტვრევას ჰგავს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში „აუდიტორია 115“-ის სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს მიმართავენ, ხოლო მინისტრთა კაბინეტის წევრები, ასევე უნივერისტეტის რექტორი მათ უკან უნივერისტეტის დაცვის თანხლებით დგანან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს