გია შარვაშიძე - „აუდიტორია 115” ალბათ არის არარეგისტრირებული NGO, რადგან ძალიან ბევრი წევრი სტუდენტი არ არის

”აუდიტორია 115” ალბათ არის არარეგისტრირებული NGO, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თსუ-ის ახლად არჩეულმა რექტორმა გია შარვაშიძემ განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარე პროცესებში პოლიტიკური ინტერესები იკვეთება. უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, „აუდიტორია 115“-ის ძალიან ბევრი წევრი უნივერსიტეტის სტუდენტი არ არის.

”აუდიტორია 115”-ის ნაწილის გამოსვლა ხედავთ რა ფორმით მიმდინარეობს, არა მგონია ლამაზი ფორმა იყოს, თუმცა ეს გემოვნების საკითხია. გასაგებია, რომ ალბათ მეტი სტუდენტის რეკურტირებაა საჭირო. ჩვენი ინტერესია ზუსტად ის, რასაც ახლა ყვირიან. ”აუდიტორია 115” ალბათ არის არარეგისტრირებული NGO იმიტომ, რომ ძალიან ბევრი წევრი არ არის სტუდენტი, თან არის მაღალი პოლიტიკური გრადუსი შემოტანილი”, - განაცხადა გია შარვაშიძემ.

„აუდიტორია 115“-ის სტუდენტებმა თსუ-ში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაშალეს.“აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლის, გიორგი ჩიხლაძის განცხადებით, გრძელდება სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტის რექტორების დანიშვნის პოლიტიკა, უნივერსიტეტის ავტონომისაგან მხოლოდ ფასადი დარჩა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს