„აუდიტორია 115“-ის წევრებმა გია შარვაშიძეს მინისტრის მოადგილეობის დროს გაცემული დაპირება შეახსენეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გია შარვაშიძემ „აუდიტორია 115“-ის სტუდენტებს თვითმმართველობის რეფორმის დაპირება კიდევ ერთხელ მისცა.

სტუდენტების კითხვაზე, რატომ არ შეასრულა ის დაპირებები, რომელიც განათლების მინისტრობის მოადგილეობის დროს გასცა, შარვაშიძემ უპასუხა, რომ ის დაპირებებს ყოველთვის ასრულებს. ერთ-ერთმა სტუდენტმა შარვაშიძეს მისი მინისტრის მოადგილეობის პერიოდი გაიხსენა, როცა პრემიერ-მინისტრთან და განათლების მინისტრთან ერთად „აუდიტორია 115“-ის სტუდენტების შეხვედრები მიმდინარეობდა. „აუდიტორია 115“-ის წევრის განცხადებით, მაშინ სტუდენტებმა მიიღეს დაპირება, რომ თვითმმართველობაში რეფორმები გატარდებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

”მე გიწვევთ ყველას მობრძანდეთ ჩვენთან, ერთად შევადგინოთ სტრატეგიული განვითარების გეგმა, თუ როგორი უნდა იყოს უნივერსიტეტი. მე ვფიქრობ, რომ ყველა სიკეთით სარგებლობა ყველა სტუდენტს უნდა შეეძლოს. რეფორმა, რაც წლის ბოლოს უნდა გატარდეს, ალბათ ამის გეგმა უკვე გვექნება”, - განაცხადა გია შარვაშიძემ.

სტუდენტებმა საერთო საცხოვრებლის პრობლემის შესახებაც მიმართეს რექტორს. შარვაშიძის თქმით, საცხოვრებლის პრობლემა უნდა მოგვარდეს და ამაში უნივერსიტეტის ფინანსები საკმარისი არ იქნება. შარვაშიძის თქმით, უნდა იქნას მოზიდული დაფინანსება, როგორც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მხრიდან, ასევე დონორების მხრიდან, რათა საცხოვრებლის პრობლემა მოგვარდეს.

ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 115-ე აუდიტორიაში ”აუდიტორია 115”-ის წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გია შარვაშიძეს ხვდებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს