ირაკლი სესიაშვილი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი თელავსა და ყვარელში ამომრჩევლებს შეხვდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, სესიაშვილი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს, კერძოდ, როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, უნივერსიტეტებში დაიწყო პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება და 21 ფაკულტეტი უფასო გახდა. ასევე, იგეგმება პროფესიული განათლების გერმანული, დუალური სისტემის დანერგვა, რომელიც ორიენტირებულია დასაქმებაზე. ახალგაზრდა, რომელსაც სურს, მიიღოს პროფესიული განათლება, სახელმწიფოსგან მიიღებს ვაუჩერს, რომლითაც შეძლებს შესაბამისი განათლების მიღებას. გარდა ამისა, სესიაშვილმა სტუდენტებთან ისაუბრა ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

"ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს მომავალ თაობას. სულ მალე თელავში დაიწყება სპორტკომპლექსის მშენებლობა. სპორტულ და კულტურულ შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების მასობრივი ჩართვა და ჯანმრთელობის ხელშემწყობი გარემოს შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოზარდებს მიეცემათ შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი",- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

მოგვიანებით, ირაკლი სესიაშვილის მხარდასაჭერად თელავში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, „ქართული ხმები“, ანსამბლი „შვიდკაცა“, „ალილო“, სოფო ბედია, ანსამბლი „წინანდალი“, დათუნა სირბილაძე, ნათია ქოროღლიშვილი, დავით როსტომაშვილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან