გლდანში, „სითი მოლში“, „ბიბლუსი გალერეას“ სივრცე გაიხსნა. გალერეის გახსნის ცერემონია დღეს გაიმართა. „ბიბლუსი გალერეას“ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუმრობდა. ასევე, იმყოფებოდა პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
როგორც გალერეის მენეჯერმა გიორგი რუხაიამ განაცხადა, „ბიბლუსი გალერეა“ აერთიანებს როგორც წიგნების გალერეას, ასევე კაფე ჩიგუსტას.
„აქ გვაქვს ორი სივრცე, როგორც არამწეველთა, ისე მწეველთა დარბაზები. ორივე სართულზე მოსულ სტუმრებს შეუძლიათ გემრიელ საკვებთან ერთად წაიკითხონ წიგნები და სასიამოვნოდ გაატარონ დრო ჩვენს პერსონალთან ერთად. გახსნამ შესანიშნავად ჩაიარა და დღეიდან მზად ვართ სტუმრების მისაღებად“, - განაცხადა რუხაიამ.
„ბიბლუსი გალერეა“ მომხმარებელს ყოველდღე 09.30 საათიდან 22.00 საათამდე მოემსახურება. გახსნის დღესთან დაკავშირებით დღეს „ბიბლუსი გალერეაში“ აქციები მოქმედებდა, კერძოდ, იტალიური ნაყინის შეძენა მომხმარებელს 50%-იანი ფასდაკლებით შეეძლო, ხოლო წიგნის შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით.
გლდანში ეს უკვე „ბიბლუსი გალერეის“ მეორე მაღაზიაა და უახლოეს მომავალში „ბიბლუსი გალერეა“ თელავშიც გაიხსნება.