რომის პაპს თბილისში „საპროტესტო დგომით“ დახვდებიან

რომის პაპს ხვალ თბილისში, აეროპორტიდან მომავალ გზაზე „საპროტესტო დგომით“ დახვდებიან. როგორც ”ინტერპრესნიუსს” აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს, ვატიკანის რადიომ დააანონსა, რომ ეს ვიზიტი იქნება სამოციქულო ხასიათის.

”ეს ადასტურებს ჩვენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ პაპი ჩამოდის თავისი მწვამებლური, ცრუ სწავლების, ე.წ. პაპიზმის საქადაგებლად, პაპიზმის გასაძლიერებლად საქართველოში, პროზელიტური მიზნით, რაც, პირველ რიგში, შეურაცხყოფს ჩვენი განმანათლებლების, მოციქულების - ანდრეა პირველწოდებულის, მატათასა და სიმონ კანანელის, მოციქულთა სწორის, წმ. ნინოს წმინდა სახელებსა და ღვაწლს, მიმართულია მართლმადიდებლობის წინააღმდეგ და, როგორც ამას საქართველოს ისტორია უტყუარად მოწმობს, დიდი განსაცდელების მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერისთვის. ღმერთმა დაგვიფაროს”, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

საქართველოს ხვალ რომის პაპი ფრანცისკე ეწვევა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა