„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბნიდან საარჩევნო ყუთი გაიტაცეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბნიდან საარჩევნო ყუთი გაიტაცეს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა.

როგორც ტუღუშმა აღნიშნა, მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბანი „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერაა დარბეული.

„ძალიან მძიმე ფაქტია რაც მარნეულში ხდება. „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა დაარბიეს საარჩევნო უბანი, ისროდნენ ქვებს, იყენებდნენ ხელკეტებს. ჩვენი ინფორმაციით, გატაცებულია საარჩევნო ყუთი. პოლიციამ ვერ აღკვეთა ეს ფაქტი. როგორც ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია. პოლიციის ნაწილმა დატოვა კიდეც უბანი. როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. ეს ისტერია გამოწვეულია სწორედ იმით, რომ „ქართული ოცნება“ გრძნობს არჩევნებში დამარცხებას. მესმის რომ ეშინიათ მარცხის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები მოხდეს“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

მისივე თქმით მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბნზე მომხდარ ფაქტს წინ უძღვოდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამაზ ნავერიანის ვიზიტი სხვა საარჩევნო უბნებზე, ე.წ. კუნთმაგარ მხარდამჭერებთან ერთად.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა