ილიაუნში 18 ოქტომბერს ბორის აკუნინის მკითხველთან შეხვედრა გაიმართება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 18 ოქტომბერს, ბორის აკუნინის მკითხველთან შეხვედრა გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, პოპულარულ ქართული წარმოშობის რუს მწერალთან, ბორის აკუნინთან (გრიგოლ ჩხარტიშვილი), შეხვედრა მკითხველთან ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. შეხვედრის მოდერატორია ლონდონში მოღვაწე ლიტერატურის კრიტიკოსი და კულტურის ჟურნალისტი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორი, მაია ჯაგი.

შეხვედრის დასასრულს, გრიგოლ ჩხარტიშვილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია