საპირფარეშოები საქართველოში სამ ძირითად საგზაო არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალ გზაზე განთავსდება

საქართველოში სამ ძირითად საგზაო არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალ გზაზე, გასაჩერებელი ადგილები შეიქმნება, სადაც საპირფარეშოები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდება, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ „პალიტრანიუსის“გადაცემაში „ჩემი კითხვა“ განაცხადა.

როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, სველი წერტილები მნიშვნელოვანი პრობლემაა და ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც ქვეყნის, ასევე კონკრეტული ქალაქების დონეზე.

„ჩვენი პროგრამის მიხედვით, საქართველოში სამი ძირითადი საგზაო არტერიაა - თბილისიდან - კახეთის, თბილისიდან - ყაზბეგის და თბილისიდან - დასავლეთის მიმართულებით. ყველა ამ ცენტრალურ არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალ გზაზე, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტს, ჩვენი მიზანია, რომ არსებობდეს გასაჩერებელი ადგილები - გორთან არსებული გასაჩერებელი ადგილების ანალოგიური, შეიძლება ბევრად ნაკლები მასშტაბის, თუმცა იმავე შინაარსის. იქ იქნება საპირფარეშოები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, პირველადი ამოცანაა, რომ ამ საკითხით კერძო ბიზნესი დაინტერესდეს. როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ნებისმიერ კერძო პირსა თუ კომპანიას შეეძლება, რომ მთავრობისგან გარკვეული პირობებით მიწა მიღოს, რომელზეც შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

„თუმცა თუ კერძო სექტორი არ აღმოჩნდება მზად ასეთი ტიპის შეთავაზებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რომ უკვე მთავრობის ძალისხმევით გაკეთდება ეს ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ჩოგივაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, თბილისში კულტურულად და ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებში იქნება დამატებითი სველი წერტილები. ეს ადგილებია - შარდენის ქუჩის, ევროპის ხიდის მიმდებარე ტერიტორიები. ამასთან, წელსვე ამას დაემატება ძველი თბილისის კიდევ ერთი წერტილი.

„ეს არის საზოგადოებრივი საპირფარეშოები, რომლებიც ტურისტებისთვის ყველაზე მონახულებად ადგილებში განლაგდება“, - განაცხადა ჩოგოვაძემ. მისივე თქმით, იგივე პროცესი მიმდინარეობს აჭარის რეგონშიც, სადაც ტრასებზე 8 გასაჩერებელი ადგილი გაკეთდება, რომლებიც ასევე საპირფარეშოებით იქნება აღჭურვილი.

ჩოგოვაძის განცხადებით, ეს ყველაფერი არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში სამ ცენტრალურ გზაზე, ყოველი 40 წუთის სავალზე, გასაჩერებელი ადგილები შეიქმნება, სადაც საპირფარეშოები განთავსება

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში