ჩემი კლასის წიგნი - ფინკა ბანკის ახალი პროექტი ბავშვებისა და მოზარდებისთვის

2016 წლის 31 ოქტომბერს, დაზოგვის მსოფლიო დღეს, ფინკა ბანკმა ბავშვებისა და მოზარდებისთვის ახალი, გასართობ-შემეცნებითი, ინტერაქტიული პროექტის „ჩემი კლასის წიგნი“ პრეზენტაცია გამართა.

წიგნი განკუთვნილია 7-დან 14 წლამდე მოსწავლეებისთვის. მისი მიზანია ბავშვებს და მოზარდებს მისცეს ცოდნა თანხის დაზოგვის შესახებ და განუვითაროს ბიზნესის უნარ-ჩვევები. ფულის არსი, დაზოგვის მნიშვნელობა, დაზოგვის მსოფლიო დღე, წარმატებული მეწარმის თვისებები, ბიზნესის მარტივი რეცეპტები - ეს და სხვა თემები წიგნში სახალისო და ინტერაქტიული ფორმითაა წარმოდგენილი.

„ეს მართლაც უნიკალური და ძალიან საინტრესო პროექტია. შევეცადეთ, წიგნი მაქსიმალურად ინტერაქტიული და სახალისო ყოფილიყო, რომ ბავშვებმა თამაშთან ერთად, საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია მიიღონ. კვლევებით არის დადასტურებული, რომ ყველაზე კარგი ასაკი ფინანსური წიგნიერებისა და ელემენტების შესათვისებლად 7 წლიდან იწყება. სწორედ ამ ასაკიდან უნდა ვასწავლოთ ბავშვებს დაზოგვის არსი და მეთოდები, ფულის მნიშვნელობა და განვუვითაროთ დაზოგვის უნარ-ჩვევები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის წიგნი საქართველოში ჯერ არ გამოცემულა და ამ პროექტით ფინკა ბანკს სურს თავისი წვლილი შეიტანოს ფინანსური განათლების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში“ - ამბობს მარიამ ესებუა, ფინკა ბანკი საქართველოს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი.

წიგნის შინაარსზე და ილუსტრაციების შექმნაზე ფინკა ბანკის გუნდთან ერთად კრეატიულმა სააგენტო ვინდფორსმა იმუშავა. სახალისო და მრავალფეროვანი ილუსტრაციები ეხმარება ბავშვებს ინფორმაციის სწრაფად აღქმასა და მათ ადვილად დამახსოვრებაში.

„მთელი წიგნი ბავშვების აქტიურობასა და ჩართულობაზეა - ბავშვებმა უნდა გააფერადონ ქალაქი, მოძებნონ კითხვებზე სწორი პასუხები, შექმნან ექსკურსიის რუკა და ბიუჯეტი, მოიფიქრონ საკუთარი ბიზნესი, გააკეთონ კლასის ბრენდინგი. რადგან წიგნი ჯგუფურ მუშაობას მოითხოვს, იგი დაეხმარება ბავშვებს ერთობლივად შექმნან საინტერესო პროექტები. ყველაზე აქტიურიებისთვის და გამორჩეული იდეების ავტორებისთვის, ჩვენ საჩუქრები და სიურპრიზები გვაქვს მომზადებული. ვიმედოვნებთ, რომ წიგნის დახმარებით რამდენიმე ათას ბავშვს ვასწავლით თანხის დაზოგვის მნიშვნელობას“ - ამბობს მარიამ ესებუა.

წიგნი ფინკა ბანკის თანამშრომლებს და მათ შვილებს გადაეცემათ, რომლებიც ამ წიგნს მიიტანენ თავიანთ სკოლებსა და კლასებში და ამგავრად, ათასობით ბავშვს ექნება წიგნზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრების საქართველოს რეგიონებში, რადგან ფინკა ბანკს 30-ზე მეტი ფილიალი, სწორედ რეგიონებში აქვს.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია