ზაზა ხუციშვილი ”თავისუფალ დემოკრატებზე” და ”რესპუბლიკელებზე” - ბოლომდე ვერც ოპოზიციონერებად ჩამოყალიბდნენ და ჩაითვალა, რომ ნაწილი იყვნენ იმის, რაც ქვეყანაში ხდებოდა

”თავისუფალი დემოკრატები” და ”რესპუბლიკელები” ბოლომდე ვერც ოპოზიციონერებად ჩამოყალიბდნენ და პრაქტიკულად ჩაითვალა, რომ ნაწილი იყვნენ იმის, რაც ქვეყანაში ამ 4 წლის განმავლობაში ხდებოდა, - ამის შესახებ ვაკის ოლქში "ქართული ოცნების" გამარჯვებულმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გუნდებს ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს პარლამენტში თითქმის ყველა წამყვან კომიტეტში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მინისტრის პოსტი ეკავათ, ხოლო მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერები გახდნენ, ”მათ ალბათ დააკლდათ ის მკაფიო მესიჯები, რასაც დაუპირისპირებდნენ მმართველ გუნდს”.

”თითქოს მიიკარგნენ და მკვეთრი მესიჯები ვერ გააკეთეს. საგარეო კურსზე როდესაც საუბრობენ, ალასანიას გუნდის წევრები იყვნენ ევროინტეგრაციის საკითხებში მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, თვითონ ალასანია იყო თავდაცვის მინისტრი. ეს არის პრაქტიკულად ის ძალა, რომელიც გარკვეულწილად განსაზღვრავს ქვეყნის კურსს. ამიტომ, ამ გადასახედიდან, როდესაც ისინი ოპოზიციონერები გახდნენ, ამომრჩეველში გაურკვევლობა გამოიწვია, მკაფიო და მკვეთრი მესიჯები ვერ გააჟღერეს. ამიტომ დადგა ის შედეგი, რაც დადგა”, - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ორივე პარტიის ლიდერმა არჩევნებში მარცხის შემდეგ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

”იმ ფონზე, რომ ამ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მათ შედეგი ვერ დადეს, იგივე გუნდით 4 წლის შემდეგ გასვლას პრაქტიკულად აზრი არ აქვს. ჩემი აზრით, მათ ძალიან სწორი და დროული დასკვნები გააკეთეს.

მე ვფიქრობ, ამ ორივე გუნდს დასჭირდება სერიოზული გადახალისება და ახალი სახეების წინ წამოწევა. ამ წაგებული არჩევნების მერე თუ არაფერს არ შეცვლი, 4 წლის მერე მითუმეტეს არავითარი შანსი არ ექნებოდათ. ამიტომ, ვთვლი, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი.

საერთოდ, ისტორიული არჩევნებია ეს, რადგან ძალიან სერიოზული განახლებები იქნება პოლიტიკურ სპექტრში, რაც ქვეყანას წაადგება.

25 წლის განმავლობაში ის პოლიტიკური სპექტრი, ერთი და იგივე სახეები, პოლიტიკოსები, რომელთაც ათი-თორმეტი პარტია აქვთ მოვლილი, ნელ-ნელა სრულდება და ახლა ეტაპზე გადავა ქართული პოლიტიკა”, -განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა