დუბლინში მსოფლიოს წამყვანი IT კომპანიებისთვის საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობებზე პრეზენტაცია გაიმართა

დუბლინში მსოფლიოს წამყვანი IT კომპანიებისთვის საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობებზე პრეზენტაცია გაიმართა.  როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ირლანდიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სავაჭრო პალატისა (i-Cham) და ირლანდიის მეწარმეობის ხელშეწყობის სააგენტოს (Enterprise Ireland) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სექტორს მიეძღვნა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, კონფერენციაზე საქართველოს შესახებ პრეზენტაციით წარდგა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი. მან ღონისძიების მონაწილეებს გააცნო საქართველოში საერთაშორისო ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის არსებული ხელსაყრელი გარემო, ყურადღება გაამახვილა საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე და იმ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე რაც საქართველოში არსებობს ინტერნეტ ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის.

სამინისტროს ცნობით, დროებითმა რწმუნებულმა კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პროგრამაზე, რაც 2020 წლისთვის საქართველოს მთელი ტერიტორიის საყოველთაო ინტერნეტიზაციას ითვალისწინებს. მან ხაზი გაუსვა ინტერნეტ ტექნოლოგიების სფეროში რეგიონში საქართველოს მოწინავე პოზიციებს. მისი განცხადებით საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა და საქართველოს, როგორც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT) კიდევ უფრო განვითარება.

სამინისტროს ინფორმაციით, დუბლინში ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიის სფეროს სხვადასხვა წამყვანი კომპანიების, მათ შორის Google-ისა და LinkedIn-ის წარმომადგენლებმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია