ზოგ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულება 2.52 ლარია

ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულება 2.52 ლარია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები დღის განმავლობაში იცვლება.

ამ დროის მდგომარეობით, "საქართველოს ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.52 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.44 ლარად.

„თიბისი ბანკში“ მომხმარებელს ერთ დოლარის შეძენა 2.5180 ლარად შეუძლია, გაყიდვა - 2.4400 ლარად.

„ლიბერთი ბანკის“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.5150 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.4550 ლარად.

ამ დროისთვის დოლარის ყიდვის შედარებით იაფი ფასი ფიქსირდება „ბანკ ქართუში“, სადაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4950 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი ლარს 2.4450 მიიღებს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4773 ლარია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა